Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ კვირაში, თავისი აქტივების უდიდეს ნაწილზე შეუზღუდეს წვდომა, ჩვენი საზოგადოება ხომ ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი?!

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტოდ, [რუსეთ-უკრაინის] ომის დაწყებიდან ორ კვირაში. თავისი აქტივების უდიდეს ნაწილზე შეუზღუდეს წვდომა. ჩვენი საზოგადოება ხომ ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი?!“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ეს იყო შანტაჟი იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა.

„ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვისთან იყო შეხვედრები და ვინ რას ითხოვდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტოდ, [რუსეთ-უკრაინის] ომის დაწყებიდან ორ კვირაში. თავისი აქტივების უდიდეს ნაწილზე შეუზღუდეს წვდომა.

ჩვენი საზოგადოება ხომ ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი?! ეს იყო შანტაჟი იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა. ემოციების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს ყველაფერი დავივიწყოთ, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, დავსხდეთ, ვისაუბროთ, ოღონდ ეს საუბარი უნდა იყოს აუცილებლად დაფუძნებული ურთიერპატივისცემაზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.