1777489117
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ასრულებდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ, ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს
წინა წლებს რომ გადავხედოთ, ეს აქტორები ასრულებდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ და მათთან აფილირებული, მათი პარტნიორი მდიდარი ენჯეოორგანიზაციებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც დეპუტატი გიგი უგულავას Facebook-ის პოსტს გამოეხმაურა.
„ისინი ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. პირდაპირ ეთერებს უთმობდნენ ისეთ უვარგის ადამიანებს, რომლებიც ლანძღავდნენ პატრიარქს. ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.