Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოში, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ

ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებით, კოლექტიურ ნაცმოძრაობას მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება.

„ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. უბრალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ შემოდის ძალიან ბევრი განცხადება დაზარალებული ოჯახებისგან ამ რეჟიმის წინააღმდეგ. საგამოძიებო კომისიამ მოითხოვა დამატებით ერთ თვიანი ვადა, ვინაიდან ფიზიკურად ვერ ასწრებს ამ ყველაფრის განხილვას.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში არ ვიმუშაოთ და ვინმეს სასპეკულაციო არ მივცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე კვირით ადრე აიკრძალა ეს პარტიები არჩევნებამდე, კი ბატონო, ჩვენ ვტოვებთ ამ ველს თავისუფალს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.