Loading data...
ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, რომ ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არათუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე

„ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, რომ ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არათუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, „ამ ყველაფერს მოჰყვა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება, მოჰყვა ევროპარლამენტის კვლევა, სადაც ევროკავშირის მოსახლეობა ძალიან პესიმისტურად უყურებს ევროკავშირის მომავალს.

„ამ ყველაფერს მოჰყვა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება, მოჰყვა ევროპარლამენტის კვლევა, სადაც ევროკავშირის მოსახლეობა ძალიან პესიმისტურად უყურებს ევროკავშირის მომავალს. ეს ყველაფერი არის ის სიგნალები, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს ბრიუსელის დღევანდელმა მმართველმა კლასმა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.