Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ახლა განათლების რეფორმასაც რუსულს უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას

„ახლა განათლების რეფორმასაც „რუსულ რეფორმას” უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა იყოს ძალიან თანამედროვე და პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. 

მაჭავარიანის თქმით, მთავარი ამოცანაა საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება იმ დონეზე, როგორ დონეზეც შეიძლება ევროპაში მიიღონ. 

„მართლმადიდებლურ შობას რუსული შობა დაარქვეს მათმა რუპორებმა, ბატონმა ბუღაძემ და ა.შ. რუსული კანონი, რაზეც ისტერია იყო ატეხილი და მას მერე ორი წელი გავიდა. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, დარწმუნდა, რომ ესეც ჩვეულებრივად სისულელე იყო და ცდილობდნენ იარლიყის მიკერებით ამ კანონის გარუსულებას.

ახლა განათლების რეფორმასაც რუსულ რეფორმას უწოდებენ, როდესაც მთავარი ამოცანაა, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში ჩვენი განათლების სისტემა იყოს ძალიან თანამედროვე და პასუხობდეს ყველა თანამედროვე გამოწვევას და საქართველოში სტუდენტებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება იმ დონეზე, როგორ დონეზეც შეიძლება მიიღონ ევროპაში“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.