Loading data...
ლევან მაჭავარიანი: აბსოლუტურად წაშლილი არის ზღვარი რადიკალურ ოპოზიციასა და რადიკალურ „ენჯეო“ ორგანიზაციებს შორის, რანაირად უნდა დააკვირდნენ ობიექტურად პროცესებს, როდესაც მიკერძოებულები არიან

აბსოლუტურად წაშლილი არის ზღვარი რადიკალურ ოპოზიციასა და რადიკალურ „ენჯეო“ ორგანიზაციებს შორის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან განაცხადა.

ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძის მიერ ბრიფინგზე გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული.

„ეს კიდევ ერთი ლუსტრირება გახლდათ ამ ყველაფრის. მანამდე ჩვენ რაც ვიხილეთ, ქალბატონი ლომჯარია, ქალბატონი გიგაური და ასე შემდეგ, ჩვეულებრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები არიან. 49 „ენჯეო“ ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული ცესკოში იმისთვის, რომ დააკვირდეს არჩევნებს და მათგან 53% არის პირდაპირ მიკერძოებული და მხარე. ასეთი სამწუხარო რეალობაა და ბატონმა გივი მიქანაძემ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები წარმოადგინა. ამ „ენჯეო“ ორგანიზაციების წევრები და დამფუძნებლები გახლავთ რიგ შემთხვევაში კონკრეტული ოპოზიციური პარტიების შემომწირველები, რიგ შემთხვევაში თვითონ კონკრეტული პარტიის სიის წევრები და ასე შემდეგ. რანაირად უნდა დააკვირდნენ ისინი ობიექტურად პროცესებს, როდესაც ჩვეულებრივად ოპოზიციის ერთ-ერთი დანაყოფი და მიკერძოებულები არიან”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.