Loading data...
ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას, ეს არ გამოუვათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 4 ოქტომბერს ოპოზიციას „ქვეყნის არევის“ მცდელობები ექნება, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ.

დეპუტატის თქმით, ყველა პირი იქნება იდენტიფიცირებული და კანონის უმკაცრესი ფორმით დასჯილი.

„რაღაცა ტიპის ქაოსს რომ შემოიტანს ოპოზიცია და ამით რომ არის დაკავებული ბოლო 13 წელია, ჩვენი მოქალაქეები ამას ძალიან კარგად ხედავენ.

4 ოქტომბერსაც არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას, მიუხედავად იმისა რომ, რა თქმა უნდა, მცდელობები ექნება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. აბსოლუტურად ყველა პირი იქნება იდენტიფიცირებული და კანონის უმკაცრესი ფორმით დასჯილი“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.