1760980349
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: 20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან

„20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ამიტომ, პირველ რიგში პოლიციის მხრიდან იქნება გაფრთხილება, როდესაც მცირე ჯგუფი შეეცდება რომ ცენტრალური გამზირი გადაკეტოს, ხოლო თუ ისინი მაინც შეეცდებიან რომ იმავნებლონ, ამ შემთხვევაში სამართალდამცავი უწყებები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.