Loading data...
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ანა აბულაძემ საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

2026 წლის 9 ოქტომბერს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა აბულაძე აზერბაიჯანისა და სერბეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩებთან ერთად ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბაიბა ბრაჟეს შეხვდა. ინფორმაციას ლატვიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.