Loading data...
ლაშხი: ლომჯარია ახალგაზრდების ემოციებზე ზემოქმედებს, მათ რუსთველის გამზირზე, წინა ფლანგზე გამოყვანას ცდილობს, თვითონ კი მშვიდად ზის

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ ლომჯარია ახალგაზრდების ემოციებზე ზემოქმედებს, ამით მათი რუსთველის გამზირზე გამოყვანას ცდილობს, თვითონ კი მშვიდად ზის.

„მისი ეს განცხადება, პირველ რიგში, არის მოწოდება სამართალდარღვევისაკენ, მაგრამ ყველაზე უფრო მძიმე ამ მოწოდებაში არის ის, რომ წინა ფლანგზე გამოჰყავთ ის ახალგაზრდები და მათ ემოციებზე მოქმედებენ, როდესაც წინა ხაზზე გამოჰყავთ და თვითონ ძალიან წყნარად სხედან. მაშინაც, როდესაც ბომბების ცვენისკენ მოუწოდებდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ის მის პატრონებთან იყო გაქცეული. ეს არის დანაშაული, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე, ასევე ქვეყნის მიმართ დიდი დანაშაულია, როდესაც მოუწოდებ, რომ სხვამ დაარღვიოს სამართალი, შენ კი წყნარად ზიხარ. მათ ასევე ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა აქვთ გამოცხადებული, რასაც მომავალი არ აქვს“, - აღნიშნა ლაშხმა.