Loading data...
ლაშხი ევროკავშირის საელჩოს მხრიდან დაფინანსებულ ვიდეოზე: ამაზრზენია, როდესაც, ევროპის დროშას ამოფარებულები, ევროპის დაფინანსებით, მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ

„ამაზრზენია, როდესაც, ევროპის დროშას ამოფარებულები, ევროპის დაფინანსებით, მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა  ევროკავშირის საელჩოს მხრიდან დაფინანსებულ ვიდეოზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი შეფასება და პირველ რიგში, პასუხი გაეცეს იმ პასუხისმგებელი პირების მხრიდან, რომლებიც ასეთ ტიპის აქტივობებს აფინანსებენ და ახალისებენ მსგავსი ტიპის ძალადობრივ გამონათქვამებს.

„ამაზრზენია, როდესაც, ევროპის დროშას ამოფარებულები, ევროპის დაფინანსებით, მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი შეფასება და პირველ რიგში, პასუხი გაეცეს იმ პასუხისმგებელი პირების მხრიდან, რომლებიც ასეთი ტიპის აქტივობებს აფინანსებენ და ახალისებენ მსგავსი ტიპის ძალადობრივ გამონათქვამებს სატელევიზიო კუთხით. ამას უნდა ჰქონდეს დასასრული და, პირველ რიგში - პასუხისგება ჩვენი სამართლის წინაშე“, - აღნიშნა ლაშხმა.