Loading data...
კირცხალია რადიკალებზე: ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვხედავთ, როგორი შეტევა მიმდინარეობს ეკონომიკაზე, იციან, რომ როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად მდგრადი არაა, იქ ხელისუფლების მორყევა მარტივია

ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვხედავთ, როგორი შეტევა მიმდინარეობს ეკონომიკაზე. ჩვენს ე.წ. მეგობრებსა და შიდა აგენტურას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი თუ რას უნდა დაარტყან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები, პირდაპირ მიმართულია ეკონომიკის დაზიანებისთვის.

„იციან, რომ როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად მდგრადი არაა, იქ ქვეყანაში ხელისუფლების მორყევა მარტივია. მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ გასცა მათ არაერთხელ პასუხი, რომ ჩვენ განვითარდებით იმ პრაგმატული და ცივი გონებით, როგორიც აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა კირცხალიამ.