1748841354
პოლიტიკა
კირცხალია „ფარას“ ანალოგ კანონზე: ემსახურება ერთადერთს - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურ დონეზე დაცული

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ამერიკული „ფარას“მსგავსი კანონი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება მიზნად.
„ემსახურება ერთადერთს - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურ დონეზე დაცული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრევენციის ბერკეტი თავმოყვარე ხელისუფლების და მთავრობის ხელში, საპარლამენტო მოწყობის რესპუბლიკაში, რათა არ მოხდეს იმ ბინძური გეგმების განმეორების მცდელობაც კი და ასობით მილიონობით დოლარის შემოდინება ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური მიზნებისთვის“, - აღნიშნავს კირცხალია.