Loading data...
კირცხალია ოპოზიციაზე: ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული, დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ

ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.

უმრავლესობის ლიდერი პრემიერის მიერ დაანონსებულ სურსათის ღირებულების რეგულირების ინიციატივას გამოეხმაურა, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს.

„ოპოზიციის განცხადებები კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ რეალურ მიზნებზე. არაფერს ვამბობ იმ სახელ და გვარებზე, რომლებიც დგანან უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიების უკან. იმის შიშით, რომ არ გამომჟღავნდეს ვინ იქცევა არაკეთილსინდისიერად, ამათი [ოპოზიციის] რეალური სახე ვნახეთ. ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული. დასტურდება კიდევ ერთხელ, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ, აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი მერკანტილური, აგენტურული ვნებები და მიზნები. [პრემიერის] განცხადებიდან ერთ წუთში დადგნენ მაღალი ფასების მხარეს.

რაც შეეხება ხაზარაძეს და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას და იმ ორმაგ სტანდარტებს, რითაც ეს აგენტურა მოქმედებდა ჩვენს ქვეყანაში, თუ იქნება კითხვები, [საპარლამენტო] კომისიაზე აუცილებლად მოუწევთ მოსვლა“, - აღნიშნა კირცხალიამ.