კირცხალია „ნაცების“ სარჩელზე: თავიანთ უფროსებთან კონსულტაციები გაიარეს და დავალება მიიღეს - ისინიც და მათი პატრონები დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება
თავიანთ უფროსებთან კონსულტაციები გაიარეს და მიიღეს დავალება, რომ იჩივლონ საკონსტიტუციო სასამართლოში. შენიტაონ სარჩელი და დაველოდოთ პროცესს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათი პატრონები დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება იმ დასკვნის საფუძველზე, რომელსაც დღეს თურმე ასაჩივრებენ.
„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ის პროცესი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარიმართა, თვეების განმავლობაში კომისიას ვუსმინეთ და შემდეგ დასკვნა წავიკითხეთ და ამის მერე, რომ ამ დასკვნაში კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ ხარ და კიდევ რაიმე სარჩელი შეგაქვს, კიდევ ერთხელ შეურაცხყოფის მიყენებაა საზოგადოებისთვის, სადაც არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ იდეური მომხრეა დარჩენილი“, - აცხადებს კირცხალია.