Loading data...
კირცხალია: მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო, დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე, აი, ეს არის კონკრეტული შედეგი

გენერალური პროკურატურის მიერ, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ეხმაურება.

„მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების პირველივე დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო.

სახელმწიფო მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თქვა და დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე.

აი, ეს არის კონკრეტული შედეგი და დაპირების სწრაფი შესრულება.

ბოლო პერიოდში ჯაშუშების ისტორიულ დაკავებებსაც ნუ დავივიწყებთ! წარმატებები“, - წერს ირაკლი კირცხალია.