Loading data...
ქართველიშვილი: როდესაც ეცნობი ქემოკლიძის მრავალმილიონიან ქონებას გებადება კითხვა: ამ ყველაფრის მოპარვა ციხიდან შეიძლებოდა? ისიც „ქართული ოცნების“ პირობებში? წარმატებები მამუკა მდინარაძეს - როგორც ჩანს, სუსის სათავეში მის მოსვლას ელოდებოდა ქვეყანა ამდენი წელი

„სუსის მიერ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებული გიორგი ქემოკლიძე არა იმდენად მიმდინარე კონკრეტული გამოძიების გარემოებებიდან არის საინტერესო - რამდენადაც მოქმედი ხელისუფლების გაუგებარი საკადრო პოლიტიკის გამო, როდესაც პერიოდულად შემთხვევით ვგებულობთ მორიგი „სოსოგოგაშვილის“ შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მსუყე თანამდებობას იკავებდა თურმე სწორედ რომ „ქართული ოცნების“ საფარქვეშ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, თუ რამდენად იყო შესაძლებელი „ქართული ოცნების“ პირობებში ქემოკლიძეს მილიონიანი ქონება ციხიდან მოპარვის საფუძველზე დაეგროვებინა და ხაზს უსვამს მამუკა მდინარაძის წვლილს რიგი სახელმწიფო მექანიზმების უკეთ ამუშავებასთან დაკავშირებით.

„სუსის მიერ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებული გიორგი ქემოკლიძე არა იმდენად მიმდინარე კონკრეტული გამოძიების გარემოებებიდან არის საინტერესო - რამდენადაც მოქმედი ხელისუფლების გაუგებარი საკადრო პოლიტიკის გამო, როდესაც პერიოდულად შემთხვევით ვგებულობთ მორიგი „სოსოგოგაშვილის“ შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მსუყე თანამდებობას იკავებდა თურმე სწორედ რომ „ქართული ოცნების“ საფარქვეშ.

ჯერ სააკაშვილზე უზომოდ შეყვარებული დევი ჭელიძის (2003 წლამდე გვიმუშავია ერთად - ვიცი, რასაც ვიძახი) რეკომენდაციით ყოფილ ლიბერალურ-ფაშისტური სისტემაში (შსს-ში) მოხვედრილი კადრი რომ არ იწვევს ეჭვისა თუ კითხვის საბაბსაც კი - ეს ხომ ცალკე ტრაგედიაა. 2013 წელს საეჭვო გარემოებების გამო შსს-დან წამოსულ კადრს რომ მაინც გადაეფარები და 2013 წლიდან 2025 წლამდე, სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, სხვადასხვა პოზიციაზე ამუშავებ (მათ შორის, 2019-2025 წლებში პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე) - ეს ხომ მეორე კოშმარია.

სანამ 2025 წლის 21 აგვისტოს მან დაკავებული თანამდებობა „პირადი განცხადების“ საფუძველზე დატოვა - 2021 წლის 25 დეკემბერს, ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის ეთერში ქემოკლიძეს ციხეში „ობშიაკების“ შეგროვებასა და გატანაში დაადანაშაულეს. გაფუჭებული საათიც კი დღეში ორჯერ სწორ დროს ანახებს - იქნებ გადაგემოწმებინათ ოპპო-მედიის ეს ინფორმაცია? ეს უკვე - მესამე გაუგებრობა.

გაუგებრობა თუ „არმაგედონი“ მეოთხე - რა დროსაც ცნობილი საბჭოთა კომედია „გარაჟი“ გახსენდება, რომლის ერთ-ერთ გმირზე, ქურდობაში ჩაფლულ საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორზე, ისმის მისი გამამართლებელი განცხადება: „და რისი მოპარვა შეეძლო ბაზარში? სასწორის?“. როდესაც ეცნობი ქემოკლიძის მიერ მხოლოდ საკუთარ სახელზე გაფორმებულ მრავალმილიონიან ქონებას: იარაღები ( SIG PRO, SIG-SAUER, BERETTA, MAKAROV და ა.შ.), მანქანები, უძრავი ქონება, მიწები, საბანკო ანგარიშები - შენც გებადება კითხვა: ამ ყველაფრის მოპარვა ციხიდან შეიძლებოდა? ისიც „ქართული ოცნების“ პირობებში? ანუ, კლასიკურ „სოსოგოგაშვილი-2“-ან გვაქვს საქმე? და ესენი აღარ გათავდნენ? როდემდე??? წარმატებები და წინსვლა მინდა ვუსურვო მამუკა მდინარაძეს - როგორც ჩანს, სუსის სათავეში მის მოსვლას ელოდებოდა ქვეყანა ამდენი წელი“, - წერს დავით ქართველიშვილი.