Loading data...
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს.

შეხვედრები მომდევნო 2/3 თვის განმავლობაში ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

კონფერენციების ფარგლებში, განიხილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები, დაიგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ახალგაზრდებისგან ყველა საჭიროებას მოისმენს, რადგან მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ადამიანისგან მოვისმინოთ ის საჭიროებები, რაც მათ აქვთ, თუნდაც კრიტიკული იყოს ეს. ყველა მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა - რაც შეიძლება მეტი საუბარი ახალგაზრდებთან“, - აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.