Loading data...
ქართული დელეგაციის ვიზიტი სერბეთის დედაქალაქში გრძელდება - დღეს მიხეილ ყაველაშვილს ალექსანდრ ვუჩიჩი პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლებს

ქართული დელეგაციის ვიზიტი სერბეთის დედაქალაქში გრძელდება. დღეს მიხეილ ყაველაშვილს ალექსანდრ ვუჩიჩი პრეზიდენტის რეზიდენციაში უმასპინძლებს.

საქართველოს პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად დღესვე სერბეთის ეროვნულ მუზეუმს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკური შეხვედრები უკვე გამართა სერბეთის პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. საქართველოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, ბელგრადში ერთ-ერთი ცათამბჯენი საქართველოს დროშის ფერებით განათდა.