Loading data...
ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა ქართული პავილიონი, რომელიც ქართულ კულტურულ მემკიდრეობას მიეძღვნა

ქალაქ სამარყანდში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა ქართული პავილიონი, რომელიც ქართულ კულტურულ მემკიდრეობას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართა მიღება ქართული პოლიფონიური მუსიკის თანხლებით.

მიღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე, 8000 წლიან ღვინის დაყენების ტრადიციასა და ქართული პოლიფონიური მუსიკის უნიკალურობაზე ისაუბრა.

როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართული ღვინო და პოლიფონიური სიმღერა

იუნესკოს მიერ აღიარებულია, როგორც კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და საქართველო ამაყობს, რომ ღვინის სამშობლოა. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკ კოლეგას მხარდაჭერისთვის, გულთბილი მასპინძლობისთვის და საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. მიღებას ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი, უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები,

UNESCO-ს ხელმძღვანელი პირები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები და დიპლომატები.