Loading data...
კახა კალაძე: როდესაც ადამიანებთან მიდიხარ და მხარდაჭერას სთხოვ, თავაწეული უნდა მიხვიდე - მე ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები და ძლიერი გუნდი

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს შეხვედრები გვქონდა ისნისა და სამგორის რაიონების მოსახლეობასთან. ვისაუბრეთ როგორც უკვე განხორციელებულ, ისე სამომავლო პროექტებზე, - წერს დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

„როდესაც ადამიანებთან მიდიხარ და მხარდაჭერას სთხოვ, თავაწეული უნდა მიხვიდე - მე ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები და ძლიერი გუნდი. ვფიქრობ, თბილისელებს დავუმტკიცეთ, რომ შეგვიძლია საქმის კეთება. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით.

სამგორის რაიონის მაგალითი რომ ავიღოთ, თითით საჩვენებელია, თუ როგორ შეიძლება, მიგდებული, გაუბედურებული ტერიტორიები გარდაიქმნას ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეებიდ. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ.

ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა და პრობლემა გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია, ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს და თბილისს მოუაროს ისე, როგორც საჭიროა, არის სწორედ „ქართული ოცნება“, - წერს კახა კალაძე.