Loading data...
კახა კალაძე: რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების მოსაზრებას გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, ქვეყნისთვის ჯანსაღ ოპონირებას მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეს ძალა დღეს საქართველოს არ გააჩნია.

„რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს. ეს არ არის ქვეყნისთვის კარგი. იმისთვის რომ ხელისუფლება იყოს ფორმაში მნიშვნელოვანია ოპოზიციის არსებობა. დღეს ჩვენ გვყავს რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გარედან იმართებიან. მათ არ აინტერესებთ ქვეყანა, მზად არიან მის წინააღმდეგ წავიდნენ. პირდაპირ ღალატობდნენ ქვეყანას, ამის არაერთი მაგალითია. ის, რომ ვიზალიბერალიზაციაზე ხელი არ მოგვეწერა, ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამით ამაყობდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.