Loading data...
კახა კალაძე ყოფილი ევროკომისრის დასანქცირებაზე: თურმე, რაც ჩვენთვის არ შეიძლება, მათთვის დასაშვებია

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებას ხუთი პირისა, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითია.

რისკენაც ჩვენ მოგვიწოდებენ, თვითონ აკეთებენ. ის რაც ჩვენთვის არ შეიძლება, თურმე მათთვის დასაშვებია. ამ დამოკიდებულების კიდევ ბევრი მაგალითი არსებობს. საზოგადოება ნათლად ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს. ყველაზე მთავარია, ის პოლიტიკა გავატაროთ, რაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის სჯობს. როგორც ხედავთ, ყველა მოქმედებს ისე, რაც თავიანთ ქვეყანას სჭირდება, იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც“, - განაცხადა კახა კალაძემ.