Loading data...
კახა კალაძე: განათლების რეფორმა მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ბოლო წლებში დიდი კრიტიკა მიდიოდა ამ მიმართულებით

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განათლების სისტემურ რეფორმას გამოეხმაურა.

მანვე განმარტა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესში განათლების მინისტრისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების ჩართულობა.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მივესალმები. განათლების რეფორმა მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ბოლო წლებში დიდი კრიტიკა მიდიოდა ამ მიმართულებით. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. მისასალმებელია ის, რომ განათლების მინისტრი ხვდება უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვა. გვინდა, რომ უკეთესი გავხადოთ განათლების სისტემა, დავეხმაროთ მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. ამაში ჩართულები უნდა იყვნენ პედაგოგები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ გარეშე ეს არ მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.