1778145994
პოლიტიკა
კახა კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს
თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმეს მედიასთან გამოეხმაურა.
მანვე აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც არ გაითვალისწინეს რის გამოც, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.
„ამ ადამიანებს მთელი თვე ჰქონდათ კამპანია, თუ რას აპირებდნენ. ამაზე ღიად საუბრობდნენ. 4 ოქტომბერს კი პროცესის განხორციელება დაიწყეს. მივარდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, შეცვივდნენ ეზოში და ა.შ. შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს. მაშინ ყველას მოვუწოდებდით, არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, მაგრამ ამ ადამიანებს ჰქონდათ დავალება, გეგმა, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. კანონის წინაშე ყველას პასუხი მოეთხოვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.