1769405821
პოლიტიკა
ქადაგიშვილი სურსათის ფასების შემცირებაზე: შესაძლოა, რაიმე სახის საკანონმდებლო ჩარევაც იყოს ამ პროცესში საჭირო
„შესაძლოა, რაიმე სახის საკანონმდებლო ჩარევაც იყოს ამ პროცესში საჭირო“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ფასნამატის წარმოქმნა, ამის გაშიფვრა როგორ ხდება, რამდენად არის რეზერვი ან არის თუ არა რაიმე კარტელური ხასიათის შეთანხმებები, სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობს შესაბამისი კომისია. ამოცანა მიღწევადია და ამასთან დაკავშირებით კომპლექსური საკითხები არის გადასაწყვეტი, ამიტომაც პარლამენტის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. შესაძლოა, რაიმე სახის საკანონმდებლო ჩარევაც იყოს ამ პროცესში საჭირო“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.