Loading data...
ქადაგიშვილი: შესაკრებთა გადანაცვლებით, მიმატებით თუ გამოკლებით, ჯამი არ იცვლება, შინაარსობრივად, ეს არის ერთი „ნაცმოძრაობა“

„შესაკრებთა გადანაცვლებით, მიმატებით თუ გამოკლებით, ჯამი არ იცვლება, შინაარსობრივად, ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ენმ“-ის გადაჯგუფება არაფერს ცვლის.

„რომელი პოლიტიკური პარტია იცით, რომელიც „ენმ“-ის წიაღიდან არ არის წამოსული და დღეს რამე დიდი პრეტენზია აქვს? ეს არის ერთი „ნაცმოძრაობა“, რომელიც შიდა წინაღობების გამო იყო რამდენიმე ფლანგად დაშლილი და ახლა, წინასაარჩევნოდ, ვიღაცა ერთმანეთს გაუერთიანდება, ვიღაც ვერ გაერთიანდება და ეს არის მათი შიდა სამზარეულო.

შესაკრებთა გადანაცვლებით, მიმატებით თუ გამოკლებით, ჯამი არ იცვლება, შინაარსობრივად, ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს ქადაგიშვილი.