ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიაზე ნათლად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ იყო სისტემური დანაშაულის რეჟიმში გადასული

„საგამოძიებო კომისიაზე ნათლად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ იყო სისტემური დანაშაულის რეჟიმში გადასული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობა“ კვლავ აგრძელებს საზოგადოების მძიმე მდგომარეობაში შეყვანის მცდელობას.
„ხდებოდა ადამიანების ღირსების, ჯანმრთელობის, ქონების, ბიზნესის, - ყველაფრის შელახვა და წართმევა და ამაში ჩართული იყო სახელმწიფოს ყველა სისტემა და სტრუქტურა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ტერორს აგრძელებს, ოღონდ უკვე იმ შესაძლებლობებით, რა შესაძლებლობებიც მას ოპოზიციაში გააჩნია.
მედიის, სოციალური ქსელების და სხვა საშუალებებით მუდმივი ბულინგის, ზიზღის ენის და ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებით კვლავ აგრძელებენ ჩვენი საზოგადოების მძიმე მდგომარეობაში შეყვანის მცდელობას“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.