Loading data...
ქადაგიშვილი: საარჩევნო პროცესში ჩართვა არ ნიშნავს, რომ ზნეს იცვლიან, შეიძლება, არჩევნების პროცესი გამოიყენონ პირიქით - იმისთვის, რომ უფრო გაამწვავონ ვითარება

„რას იტყვის ევროპის ის ნაწილი, რომელიც მფარველობს ამ ჩვენს ე.წ. ოპოზიციას?.. რა თქმა უნდა, იმათი საზომი არ არის აქ დემოკრატიის ნიშნებული როგორია, რეფორმები როგორია, კანონმდებლობა როგორია... მათი საზომი არის, აქ არის თუ არა ის ხელისუფლება, რომელიც მართვადია და მარიონეტულია“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა. 

მისი განცხადებით, ეს უკვე ისე სააშკარაოზე დევს, რომ ამის იქით სხვა სურათი არ იხატება.

„სამწუხაროა, რასაც მე ვამბობ, მაგრამ ეს უკვე ისე სააშკარაოზე დევს, რომ ამის იქით სხვა რეალური სურათი არ იხატება. მათი პირობა ხომ გახსოვთ რა იყო - დაველოდებით არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნას. დაიდო ეუთო/ოდირის დასკვნა, არჩევნების შუალედურიც, არჩევნების შემდგომი პრესკონფერენციაც.

მიუხედავად უდიდესი პოლიტიკური ზეწოლისა, მაინც პირდაპირ ვერ თქვეს თეთრზე, რომ შავია და ეუთო/ოდირმა დადო თავისი დასკვნა, რომელიც აფასებდა ამ არჩევნებს, როგორც ნორმალურ არჩევნებს. ხარვეზი ყოველთვის შეიძლება იყოს, მით უმეტეს, როდესაც არის გაფაციცებული მოთხოვნა, რომ რამე ხარვეზი „დაწერე“.

ამიტომ, ყოველთვის შეიძლება რაღაც ხარვეზის დაწერა. მაგრამ, მთლიანობაში, არჩევნების ვერც საკანონმდებლო მხარესთან, ვერც ტექნოლოგიებთან, ვერც პროცესთან, ვერც ადმინისტრირებასთან, ვერც წინასაარჩევნო გარემოსთან ხელშესახები არჩევნების დამაზიანებელი დასკვნა ვერ დაიდო. იმიტომ, რომ არ ყოფილა. მთელი ეს საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ იმ წრეების, რომელმაც შემოდეს ეს ეუთო/ოდირის დასკვნა თაროზე და აგრძელებენ ერთგვარ ჰიბრიდულ დამოკიდებულებას საქართველოსთან“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კითხვაზე, რას ფიქრობს, თუკი ოპოზიციური პარტიები საარჩევნო პროცესში ჩართვას გადაწყვეტენ, თუნდაც ერთი პარტია, ეს პოლარიზაციას განმუხტავს თუ გაამწვავებს? - ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ შეიძლება მათ არჩევნების პროცესი გამოიყენონ პირიქით - იმისთვის, რომ უფრო გაამწვავონ ვითარება.

„თვითონ პროცესში ჩართულობა არ ნიშნავს, რომ რაღაც ზნეს იცვლიან. შეიძლება მათ არჩევნების პროცესი გამოიყენონ პირიქით, იმისთვის, რომ უფრო გაამწვავონ ვითარება“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.