Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7283 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7288 არი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1553 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1602 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0692 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 ივნისს შევა ძალაში.