Loading data...
ქადაგიშვილი: სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული, სანამ ეს ასე არ იქნება, მანამდე ის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს

ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას, საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ის ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ამავდროულად არის შიდა კონკურენციაც და ამ კონკურენციაში სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული. სანამ ეს ასე არ იქნება, (რადგან ის მიიჩნევს, რომ ყველა მან გამოჩეკა) მანამდე ის ყოველთვის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.