Loading data...
ქადაგიშვილი რადიკალურ ჯგუფებზე: ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს

„ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ეს არის ადამიანზე თავდასხმა და როდესაც ადამიანზე თავდასხმა ხდება, თავდასხმა მხოლოდ მუშტი არ არის.

„არის რამდენიმე ათეული კაცისგან თუ ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ასე დადის და ცდილობს პროვოკაციების მეშვეობით, ადამიანების შეურაცხყოფის გზით, წყევლით, გინებით, ასეთი მეთოდებით ადამიანები გამოიყვანოს წყობილებიდან. შემდეგ იძახიან, რომ თქვენ თმენის უფლება გაქვს და ა.შ.

ეს არის ადამიანზე თავდასხმა და როდესაც ადამიანზე თავდასხმა ხდება, თავდასხმა მხოლოდ მუშტი არ არის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.