Loading data...
ქადაგიშვილი: ომი არის მრავალი ძალის ინტერესში, ჩვენ, საქართველო, მყარად ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ მშვიდობა არის ერთადერთი გამოსავალი

„აშშ-ის არამხოლოდ პრეზიდენტი, არამედ, ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი ფაქტობრივად აცხადებს, რომ არიან ძალები და, კონკრეტულად, Deep state-ს ახსენებენ, რომელთა ინტერესები განსხვავდება, მშვიდობის ინტერესებისგან“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ტულსი გაბარდის განცხადებებს გამოეხმაურა.

„არაფერი გასაკვირი არ არის, როდესაც სწორედ ეს ძალები საქართველოს ომში ჩართვისკენ იყვნენ მომართულნი და საქართველოზე უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებდნენ. ფაქტობრივად, ეს ზეწოლა დღესაც გრძელდება. ომი არის მრავალი ძალის ინტერესში შემავალი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ საქართველო მყარად ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ მშვიდობა არის ერთადერთი გამოსავალი“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.