1773398743
პოლიტიკა
ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს მქონე ადამიანთა ერთობაში ყოველთვის იქნება ურთიერთდაპირისპირება
„მათ [ნაციონალურ მოძრაობას] სიკეთე არ ამოძრავებთ საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ის „ნაცმოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დაშლილ და შეერთებულ „ნაცმოძრაობაში“ ყოველთვის იქნება ურთიერთდაპირისპირება.
„ჩვენ გვაქვს დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს მქონე ადამიანთა ერთობა. ადამიანების, რომლებიც მიმართულნი არიან დანაშაულისკენ, ერთობა ყოველთვის იქნება არა სიკეთით განმსჭვალული, არამედ - ურთიერთდაპირისპირებით. სწორედ ამ საფუძველზე დაშლილ და შეერთებულ „ნაცმოძრაობაში“ ყოველთვის იქნება ურთიერთდაპირისპირება. მათ სიკეთე არ ამოძრავებთ საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.