Loading data...
ქადაგიშვილი: მხოლოდ შიშველ პოპულიზმზე განცხადება, რომ 800 ლარს 1000 სჯობს, არასწორია, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხის ინიციატორებმა ღრმა ანალიზი უნდა წარმოადგინონ

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა უნდა წარმოადგინონ კვალიფიციური მოსაზრებები და ღრმა ანალიზი, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა.

მისი თქმით, ციფრებით მანიპულირება მიუღებელია.

„ამ საკითხის თაობაზე მნიშვნელოვანია არა ხმამაღალი, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, არამედ საკითხის ეკონომიკური მიმართულების შესწავლა. უნდა დაიდოს კვალიფიციური მოსაზრებები, რადგან ვხედავთ, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში არ არსებობს დათქმა, რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი.

აქედან გამომდინარე, არის დადებითი და უარყოფითი მხარეები, როცა დათქმა არ არსებობს. მხოლოდ შიშველ პოპულიზმზე განცხადება, რომ 800 ლარს 1 000 ლარი სჯობს და 1 000-ს 2 000-3 000, არასწორია. ციფრებით მანიპულირება მიუღებელია.

მნიშვნელოვანი იქნება, ეს საკითხი ღრმა ანალიზით შეისწავლონ და ვნახოთ საერთაშორისო პრაქტიკა, განვითარებულ ქვეყნებში ასეთი ნორმა რატომ არ მოქმედებს. ჯერ საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება და ამაზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში შეიძლება. ვინაიდან ინიციატორები არიან, საკითხზე ღრმა ანალიზი და ხედვა წარმოადგინონ. განმარტონ, ბევრ ქვეყანაში მსგავსი რეგულაცია რატომ არ არის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.