1775500596
უცხოეთი
„Artemis II“-ის ეკიპაჟმა ისტორიული რეკორდი დაამყარა - ასტრონავტებმა, პირველად, დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით 406,700 კმ.) იფრინეს
NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასტრონავტებმა წინა რეკორდი (248,655 მილი (400,171 კმ.)) გააუმჯობესეს, რომელიც Apollo 13-ის ეკიპაჟს ეკუთვნოდა. მისია დედამიწიდან 1970 წელს გაფრინდა.
უკანასკნელი მოგზაურობიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა დედამიწის ორბიტა დატოვეს. მისია 10-დღიანია და ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე არ დაეშვებიან, თუმცა Orion-ის კოსმოსური ხომალდი მის უკანა მხარეს წრეს დაარტყამს, რის შემდეგაც დედამიწაზე დაბრუნდება.
მოსახლეობას ისტორიული მისიისთვის თვალის დევნება Youtube არხის საშუალებით შეუძლია.