Loading data...
ქადაგიშვილი ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე: რეალურ საფრთხესთან გვაქვს საქმე, საერთაშორისო კონტექსტიც სამწუხაროდ, აქეთ არის მიმართული

რეალურ საფრთხესთან გვაქვს საქმე, საერთაშორისო კონტექსტიც სამწუხაროდ, აქეთ არის მიმართული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა. 

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხზეც კი არ შეუძლიათ სერიოზული პოზიციის დაკავება.

რეალურ საფრთხესთან გვაქვს საქმე. საერთაშორისო კონტექსტიც სამწუხაროდ, აქეთ არის მიმართული. როდესაც სუს-ში ხდება ამდენი ადამიანის დაბარება და დაკითხვა, აქ სასაცილოც კია საუბარი იმაზე, რომ ეს გამოგონილი რამაა.

ხაზს უსვამს ამ ოპოზიციის აბსოლუტურად დესტრუქციულ, არასახელმწიფოებრივ მიდგომას, როდესაც მათ ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხზეც კი არ შეუძლიათ მეტ-ნაკლებად რელევანტური და სერიოზული პოზიციის დაკავება, მაშინვე პროპაგანდისტულ მესიჯებზე გადადიან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.