ქადაგიშვილი: იმის გამო, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა გარე ძალებმა, თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიეს საქართველოში, ახლა დადიან და ცდილობენ რამენაირად გარკვეული სანქციების შემოღებით ქვეყანაში ვითარება დაძაბონ
იმის გამო, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა გარე ძალებმა, თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიეს საქართველოში, ახლა დადიან და ცდილობენ რამენაირად გარკვეული სანქციების შემოღებით ქვეყანაში ვითარება დაძაბონ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის მთელი შინაარსი.
„იმის გამო, რომ ოპოზიციამ და გარკვეულმა გარე ძალებმა თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწიეს საქართველოში და იმის გამო, რომ ვერც საქართველოს განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შეაჩერეს და მით უმეტეს რევოლუციური სცენარებიც არ გამოუვიდათ, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა დადიან და ცდილობენ რამენაირად გარკვეული სანქციების შემოღებით მოახდინონ ქვეყანაში ვითარების ერთგვარი დაძაბვა. ეს არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიციის მთელი შინაარსი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.