Loading data...
ქადაგიშვილი ეუთო/ოდირის მოწვევაზე: მე-10 არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და არც ერთი დასკვნა არ ყოფილა, რომელიც რეალურად დააყენებდა ეჭვქვეშ არჩევნების შედეგებს

„მე-10 არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და არც ერთი დასკვნა არ ყოფილა, რომელიც რეალურად დააყენებდა ეჭვქვეშ არჩევნების შედეგებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ეს არ არის მარტო კეთილი ნება, ეს არის ის ღრმა დარწმუნება ჩვენი ხელისუფლებისა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემა, კანონმდებლობა, საარჩევნო გარემო, შესაძლებლობები არის დემოკრატიული და ფართო.

ჩვენ არასდროს არ შევშინებივართ რაიმე შეფასებას ჩვენი არჩევნებისა. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები ამ ხელისუფლების პირობებში ყოველთვის ტარდება ღიად და სამართლიანად.

მეათე არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და არც ერთი დასკვნა არ ყოფილა, რომელიც რეალურად დააყენებდა ეჭვქვეშ არჩევნების შედეგებს. ასე იყო წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც.

ერთადერთი, რაც მინდა ვისურვო, რომ ეუთო/ოდირი, რომელიც იმედია რომ ჩამოვა, დააკვირდება არჩევნების მსვლელობას, იყოს თავისივე დასკვნის პრინციპული დამცველი“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.