Loading data...
ქადაგიშვილი „დარიალზე“ მყოფ პირებზე: სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე და ერთგვარ იგნორს უკეთებს საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს

სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე და ერთგვარ იგნორს უკეთებს საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანის საკითხზე საუბრისას.

„როდესაც საუბარია მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანთა ასე ერთად შეკრებილ ჯგუფზე, ბუნებრივია, აქ, პირველ რიგში, დგება უსაფრთხოების საკითხები.

სამწუხაროა, რომ უკრაინის მხარე საერთოდ არ რეაგირებს თავის მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხზე და ერთგვარ იგნორს უკეთებს საქართველოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და მათ შორის, სამუშაო რეჟიმში ამ საკითხის განხილვასაც კი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.