ჯაბა კოღუამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერვე მოწვევის უმრავლესობის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა კოღუამ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ჯაბა კოღუა არის თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (კენტი მიკრორაიონები) მაჟორიტარი, გარემოს დაცვის კომისიის, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის, საკუთრების უფლების აღიარების საკითხთა კომისიის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.
საკრებულოს წევრის ანგარიში მოიცავს მის საქმიანობას უმრავლესობის ფრაქციაში, კომისიებსა და სამაჟორიტარო ოლქში.
ჯაბა კოღუამ საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მან განაცხადა, რომ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება და მოქალაქეთა მომართვებზე რეაგირება და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მისი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება იყო.
გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, ლიფტების, სახურავების, წყალარინების სისტემის მოწესრიგებას და შიდა სამუშაოებზე, რაზეც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჯამურად გამგეობის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 196 658,21 ლარი დაიხარჯა.
ჯაბა კოღუას განცხადებით, სახურავის შეკეთების სამუშაოები განხორციელდა 13 მისამართზე და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს სხვა მისამართებზე. მაჟორიტარმა დეპუტატმა გლდანის კენტ მიკრორაიონებში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობასა და სტადიონების რეაბილიტაციაზე ისაუბრა. ითქვა, რომ 3 000 მ²-ზე ახალი სივრცე გაშენდა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, ასევე განხორციელდა პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, აქტიურად ხორციელდება ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ხოლო რამდენიმე სკოლასთან კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯაბა კოღუას ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.