ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე
„დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა ზერეკიძეების, შავაძეებისა და ცინდელიანების ოჯახებისათვის“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
ხუბუა „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 16 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულებს იხსენებს და ამბობს, რომ „სისხლიან ნაცბანდას პოლიტიკური საქმიანობა სამუდამოდ უნდა აეკრძალოს!”
„დღევანდელი დღე - 16 აგვისტო - განსაკუთრებით მძიმეა ზერეკიძეების, შავაძეებისა და ცინდელიანების ოჯახებისათვის და შემდეგ საქართველოს ყველა პატიოსანი და ნამუსიანი მოქალაქისათვის.
დიახ, 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმის ზღვაში, კატერზე, სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა უდანაშაულო მეტყევე რეინჯერი დათო ცინდელიანი და მისი ცხედარი ზღვაში ჩაძირა.
იმავე დღეს, 2008 წლის 16 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა ქობულეთი-ქაქუთის გზაზე, ქარსაცავ ზოლთან დახვრიტა უდანაშაულო სერჟანტი როინ შავაძე. 2010 წლის 16 აგვისტოს, რუსთავის ციხეში, სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე.
16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული დათო ცინდელიანის, როინ შავაძისა და მამუკა ზერეკიძის სისხლი ცას შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს - სისხლიან ნაცბანდას პოლიტიკური საქმიანობა სამუდამოდ უნდა აეკრძალოს!”, - წერს ჯაბა ხუბუა.