1750693724
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უზბეკეთის რესპუბლიკის დიგიტალიზაციისა და ტრანსფორმაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უზბეკეთის რესპუბლიკის დიგიტალიზაციისა და ტრანსფორმაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პაატა სალიამ და შერზოდ შერტამოვმა ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ციფრული მმართველობის სფეროში სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას.
შეხვედრის დასასრულს, პაატა სალიამ შერზოდ შერტამოვი 2026 წლის გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში გაიმართება.