იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, გამარტივებული წესით, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის გარდამავალ დებულებაში, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ და დაამტკიცონ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები 2025 წლის 1 ივნისამდე, ნაცვლად 2024 წლის 1 მაისისა.
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებებს ეკისრებათ ვალდებულება 2024 წლის 1 მაისამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები და ხელახლა დაამტკიცონ ისინი. იმისთვის, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეათანხმონ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები და ხელახლა დაამტკიცონ ისინი აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელება და კანონით განსაზღვრული მოქმედი ვადის გაგრძელება“, - განაცხადა მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ.