1748955821
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7328 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1162 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1200 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0698 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 4 ივნისს შევა ძალაში.