Loading data...
იური უშაკოვი: უახლოეს მომავალში რუსეთში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ველოდებით

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა რუსეთის პირველ არხს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში ვიზიტით აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ელოდებიან. 

„უახლოეს კვირებში უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტებს ველით“, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ. 

როგორც „მედუზა“ წერს, უიტკოფი ბოლოს მოსკოვში იანვარში იმყოფებოდა, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების აქტიური ფაზის დროს. მას თან ახლდნენ კუშნერი და ჯოშ გრუნბაუმი.

ამერიკელი მომლაპარაკებლები კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

სამმხრივი მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც შეერთებული შტატებისა და ირანის კონფლიქტი დაიწყო. 

„აშშ-ს გარეშე რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებენ“, - წერს „მედუზა“.