1750600043
პოლიტიკა
ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის იერიშით დადასტურდა, რომ ირანის წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის მტრული ქმედებების უკან ვაშინგტონი დგას

„ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებით დადასტურდა, რომ ირანის წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის მტრული ქმედებების უკან ვაშინგტონი დგას“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
„ირანის მიერ ისრაელზე დღეს განხორციელებული დარტყმები სინამდვილეში აშშ-ის პოლიტიკის პასუხია. მარტო ისრაელს ირანის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება არ შეუძლია“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.