Loading data...
ირაკლი ზარქუა: ამ ახალგაზრდებს რომ უსწორდებიან ხელკეტებით, როგორი ცემა-ტყეპა გამართეს, არ ინდობენ არც ქალს, არც მოხუცს, ამაზე რომელიმე ევროპარლამენტარმა ხმა ამოიღო? არა, მაგრამ საქართველოში მხარს უჭერდნენ პოლიციელის ცოცხლად დაწვას და პარლამენტის გადაწვას

„ამ ახალგაზრდებს რომ უსწორდებიან ხელკეტებით, როგორი ცემა-ტყეპა გამართეს, არ ინდობენ არც ქალს, არც მოხუცს, ამაზე რომელიმე ევროპარლამენტარმა ხმა ამოიღო? რომელიმე ევროჩინოვნიკმა ხმა ამოიღო? არა, მაგრამ საქართველოში მხარს უჭერდნენ პოლიციელის ცოცხლად დაწვას და პარლამენტის გადაწვას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ევროპაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი.

„მე ვწუხვარ, მაგრამ თავის თავს მოჰკითხონ. ჩვენთან არის მშვიდობა, ჩვენ მათ არ დავუჯერეთ, დავიცავით ქართული ინტერესები, სახელმწიფოს ინტერესები და ამიტომაც დღეს ვდგავართ ჩხოროწყუში, გუშინ წალენჯიხაში და ქალაქის დღეს ვზეიმობთ. მშვიდობაა და ხალხი ერთმანეთს კი არ უშენს ცეცხლს და მახვილს, არამედ ღიმილით ეუბნებიან, რომ გამარჯვებისა იყოსო და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.