Loading data...
ირაკლი ზარქუა: უპრინციპობის, უთავმოყვარეობის სიმბოლოა ქალბატონი სამადაშვილი, სალომე, ჩამორჩი ეტყობა, არ გეცალა პოლიტიკისთვის

„უპრინციპობის, უთავმოყვარეობის სიმბოლოა ქალბატონი სალომე სამადაშვილი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. 

ირაკლი ზარქუა სამადაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო საგრძნობლად უსწრებს მოლდოვას და უკრაინას.

„უნიჭობის ზეიმია სალომე სამადაშვილს რომ ვუყურებ. ხელმოცარული დიპლომატი, შემდეგ აქ პარლამენტში რომ იჯდა, საქართველოს წინააღმდეგ ჩადიოდა ეს და კანდელაკი, მეორე ორჯონიკიძე რომ გვყავს კიდევ, და უვიზო მიმოსვლა გაუუქმეთო საქართველოს, ამას ქადაგებდნენ. შემდეგ, უპრინციპობის, უთავმოყვარეობის სიმბოლოა ქალბატონი სამადაშვილი.

სალომე, ჩამორჩი ეტყობა, არ გეცალა პოლიტიკისთვის და უყურე, კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რაც ჩამოთვალე, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარზე მაღლა აქვს, სავალუტო ფონდის სტატისტიკაა ეს. უკრაინას გაცილებით ნაკლები აქვს, დაახლოებით 6-7 ათასი დოლარის ფარგლებში, მოლდავეთს კიდევ უფრო ნაკლები. ასე რომ, თავიდან წაიკითხე ეს ყველაფერი და თავიდან სცადე რაღაც სერიოზული განცხადება გააკეთო“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.