1781677947
უცხოეთი
NBC News: აშშ-თან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების მიმართულებით დრონები გაუშვა
NBC News-ის ცნობით, აშშ-თან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების მიმართულებით დრონები გაუშვა.
ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ დრონებს უშვებს კომერციული გემების მიმართულებით, თუმცა ამერიკელი სამხედროები მათ ჩამოგდებას ახერხებენ, ვიდრე ისინი რეგიონში მყოფ კომერციულ ან აშშ-ის სამხედრო გემებსა და პერსონალს საფრთხეს შეუქმნიან.
ოფიციალური პირის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები აგრძელებენ კოორდინაციას საზღვაო კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭირონ გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შედიან და გამოდიან.